მამუკა მდინარაძე: „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე ქართველებს მკაფიო დამოკიდებულება აქვთ და ამ საკითხზე შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია

მამუკა მდინარაძე: „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე ქართველებს მკაფიო დამოკიდებულება აქვთ და ამ საკითხზე შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია

თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ქართველების მკაფიო დამოკიდებულებაზე ასეთი შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია.

„თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით. ასეთი მოცემულობა ჩვენთვის არა თუ მიუღებელია, ასეთი შანტაჟის ენით საუბარი ქართველების მკაფიო დამოკიდებულებაზე, უარის თქმასთან დაკავშირებით არის გამორიცხული შედეგთან მიმართებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვა, თუ ჩვენ ვიღაც გვეტყვის, რომ ბავშვებში დაუშვით ლგბტ პროპაგანდა, თორემ არ მიგიღებთ ევროკავშირში, ჩვენ ჯიუტად ბოლომდე ვიტყვით, რომ ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები და გვირჩევნია დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, თუნდაც გაგვიჭიანურდეს პროცესი“, - აღნიშნა მდინარაძემ.