ვახტანგ ძაბირაძე: როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ თანხმდება საერთო სტრატეგიულ გეგმაზე, რაც ძალიან ცუდია - თუ ქუჩის პროტესტი მინელდა, ამას, დიდი ალბათობით, შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა შემცირდეს

ვახტანგ ძაბირაძე: როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ თანხმდება საერთო სტრატეგიულ გეგმაზე, რაც ძალიან ცუდია - თუ ქუჩის პროტესტი მინელდა, ამას, დიდი ალბათობით, შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა შემცირდეს

თემები, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, სწორად შერჩეულია - ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ოპოზიცია უნდა ეცადოს შექმნას თუნდაც საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებებს, ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან შეაფასა ოპოზიციის შეხვედრები და ზოგადად ბოლო დღეების განმავლობაში მათი აქტივობები. როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, თემები, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს, სწორად შერჩეულია იმიტომ, რომ სწორედ ამ თემებზე უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია, რათა გააგრძელოს და დაგეგმოს შემდეგი მოქმედებები.

„რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, ვგულისხმობ უნივერსიტეტთან გამართულ აქციებს, იქ ძირითადად სწორედ გვარამია-მელია დომინირებდნენ და არა დანარჩენი ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, რომ ისინი ამ პროცესში მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ოპოზიცია უნდა ეცადოს შექმნას თუნდაც საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მიიღებს რაღაც გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მთლიანად ოპოზიციური ჩართულობა უნდა იყოს და გადაწყვეტილებაც რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტიის უნდა იყოს.

სხვაგვარად ისიც უნდა ითქვას, რომ ამ აქციებს მხოლოდ აქტივი ეხმარებოდა, ამ აქციებში მონაწილეობს პოლიტიკური აქტივი. რა თქმა უნდა, არიან მოქალაქეები, რომლებიც არ ემხრობიან არც ერთს და არც მეორეს, მაგრამ წინა პლანზე მაინც პოლიტიკური აქტივია და როდესაც ასეთი ვითარებაა, საზოგადოებაში ეს აჩენს გარკვეულ ნიჰილიზმს და უნდობლობას, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს რეალური საპროტესტო მუხტის აგორებას. როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ თანხმდება საერთო სტრატეგიულ გეგმაზე, რაც ძალიან ცუდია იმიტომ, რომ თუ ქუჩის პროტესტი მინელდა, მაშინ ამას დიდი ალბათობით, შეიძლება მოჰყვეს ის, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერა შემცირდეს. ოპოზიციისთვის ეს საკმაოდ წამგებიანია იმიტომ, რომ ასეთი სუსტი ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული არჩევნების მიხედვით, ქვეყნის შიგნით 800 000 მხარდამჭერი ჰყავთ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს არ ახსოვს. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ოპოზიცია დაახლოებით იმ მდგომარეობაშია, 2010-2011 წელებში რომ იყო ოპოზიცია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამდე. ასეთი ვითარებაა დღეს და ამიტომ, ოპოზიციას მეტი ფიქრი და სერიოზული მომზადება სჭირდება თუნდაც აქტივობის გასაგრძელებლად, ვიდრე ეს ამ მომენტში იყო“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მარბიელი "თუ ქუჩის პროტესტი მინელდა" რას ქვია? აქციაზე მისულებს ჟურნალისტებს და პოლიციელებს თუ გამოაკლებ, 30-35 ადამიანი დგას და ესაა ხალხის ხმა? რომ იძახი გაყალბდაო, მტკიცებულება თუ არა გაქვს თან ამის მთქმელი მელია, გვარამია და ხაზარაძეა, ვინ დაგიჯერებს? ვინ აგყვება?
1 დღის უკან
თომა ეს ფარჩაკიც უნდა ექვემდებარებოდეს მკურნალობას.
1 დღის უკან
Gami ეს უმეცარი მარაზმატიკი როგორი გულდაწყვეტილი! ამდენი წლებია ბოღმაში იღრჩობა დანარჩენ მავნებელ რესპუბლიკელებთან. ეხლა ამ ბოღმას ბებრული შარდი და ქაქიც დაემატა;
1 დღის უკან
amo ბ-ნო ვახტანგ, რომ ამტკიცებ ოპოზიციამ (ვგულისხმობ ბარიერ გადალახულ ოპოზიციას) უფრო მეტი ხმა მიიღოო, შენ ხომ იცი რომ ეს ტყუილია. არ გრცხვენია?
1 დღის უკან