შალვა პაპუაშვილი რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფასა და ბულინგზე: ეს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ამაში გამოიხატება

შალვა პაპუაშვილი რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფასა და ბულინგზე: ეს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ამაში გამოიხატება

ეს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ამაში გამოიხატება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფის, ბულინგისა და მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტების შეფასებისას.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემი სრული მხარდაჭერა თქვენ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, ლიბერალური ფაშიზმი ზუსტად ამაში გამოიხატება, როდესაც ადამიანებს დაკარგული აქვთ საერთოდ აღქმა საკუთარი და სხვისი ღირსებისა, დაბრმავებულები არიან ბოღმით , მტრობით, საკუთარი იდეოლოგიური ვიწრო ნარატივებით და შეუძლიათ, სხვა ადამიანის მიმართ ასეთი ქმედებები ჩაიდინონ.

და მეორე - როდესაც ვაკვირდებით გამოხმაურებებს, აქაც გარკვეულწილად შეკრული წრე არის - შეიკრა წრე „ენჯეოებს“, ოპოზიციას, ზოგიერთ დონორს შორის, როდესაც თვითონ არიან ბრალმდებლებიც, ადვოკატებიც და მოსამართლეებიც და როცა უნდათ, მაშინ მართავენ სახალხო სასამართლოებს, შეუძლიათ, ადამიანებს ტავს დაესხან და გადაუარონ, როცა არა - ჩუმად არიან. როდესაც ხარ მათიანი, შეიძლება, ტყუილითაც კი დაგიცვან, როცა არ ხარ მათიანი, მაშინ შეიძლება, ტყუილიც კი დაგაბრალონ. ეს არის პრობლემა, ეს არ არის ერთეული ინციდენტი. ეს არის პრობლემა იმ საზოგადოებრივი კლასტერისა, რომელიც ჩამოყალიბდა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გარშემო - ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ასეთი რაღაცები იკადრონ“, - განუცხადა „ქრონიკას“ შალვა პაპუაშვილმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.

ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.