შალვა პაპუაშვილი: მკაფიო პოზიცია აქვს ეუთო/ოდირს. ითქვა, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება

შალვა პაპუაშვილი: მკაფიო პოზიცია აქვს ეუთო/ოდირს. ითქვა, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში აისახება.

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა იქნება იდენტური, როგორიც იყო მათი ზეპირი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით.

„მკაფიო პოზიცია აქვს ეუთო/ოდირს. წერილობითაც და ზეპირადაც, მეორე დღეს პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ არჩევნები შედგა, ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. გასაკვირია, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის ევროკომისიის წარმომადგენლები რომ საუბრობდნენ, „კი მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი ახსენა თუ არ ახსენა“, რაც არის ტიპური დეზინფორმაცია, თითქოს ამ ტერმინოლოგიებს იყენებს ეუთო/ოდირი. და დაიწყო ზოგიერთმა ევროპელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველები ვინც არიან ვხედავთ, ძებნა იმის, რომ თავიდან ხომ იყო საუბარი ეუთო/ოდირი არის განმსაზღვრელი, დასკვნა უნდა იყოს და შემდეგ, ხან საია-ს წერტილებს დასდევენ, ხან „ისფედის“ არ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს და ხან ლორა თორნტონის ანალიზებს დასდევენ და უნივერსიტეტის უცხოელ პროფესორებს საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარბიელი კიდევამ ბიულეტენის გაჟონვაზეა ლაპარაკი; ჯერ ერთი - ფარულობის დარღვევა არჩევნების გაყალბება არაა ავტომატურად: (ნახეთ აშშ-ს, მოლდოვას, პოლონეთის ... საარჩევნო ყუთები) მერე - თუ დადგინდება რომ კაცმა გაჟონვის გამო გადაიფიქრა (შეშინდა) და სხვას მისცა ხმა და ასეთი მასიურადაა, ეს იქნება სიყალბე! ბოკუჩავა-გვარამია-მელია-ხაზარაძე-ჩახდილს რა უჭირავთ ხელში გაყალბების სამტკიცებლად? ... სწორედ ის, ოღონდ ვირისა!
1 დღის უკან