ყველას გვახსოვს 2020 წელს როგორ განვითარდა მოვლენები, პუფები და ა.შ. და შემდეგ როგორ დასრულდა ყველაფერი, კარგად ვიხილეთ ყველა დარბაზში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალიამ.
„ახლაც ზუსტად, ხელი მოაწერეს თუ გახსოვთ ვითომ მანდატებზე უარის თქმას, ესეც არის უტიფარი სიცრუე, პოპულიზმი და მანიპულაცია. უბრალოდ დღიდან დღემდე რაღაც გარეთ პოლიტიკური დღის წესრიგის დაკავება რაღაც კუთხით, სრული აბსურდი.
არანაირი ძალა არა აქვს მაგ მანდატების გაუქმებაზე დაწერილ მოთხოვნას. როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, პირველი სხდომა, ამის მერე კეთილი უნდა ინებონ, თუ მართლა უნდათ მანდატების დატოვება უნდა მობრძანდნენ და შემდეგ დაწერონ მოთხოვნა მანდატების გაუქმებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.