ვინ აფინანსებს აქ „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენას, ქართველი პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას, მედიაზე ბულინგს, ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას, რადიკალურ პროცესებს, შტურმს პარლამენტზე, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„თავად ბატონმა ბორელმა თქვა ეს და მისმა პარტნიორებმა ევროკავშირში, რომ ისინი დააფინანსებენ თავიანთ აგენტურას ენჯეოების სახით საქართველოში და არა ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.