გუშინდელმა დღემ საერთოდ პიკს მიაღწია, როდესაც არა მხოლოდ ბულინგი იყო, „იმედის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე, არამედ გამართლება იყო ის, რომ თურმე 7 ნოემბერს სწორი გაუკეთებია წინანდელ ხელისუფლებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„აი ბატონებო კიდევ სად ჩამოგეხსნათ ფარდა და სად დაგიჭირათ თქვენივე ამომრჩეველმა, რომ თქვენ თურმე ზუსტად იმავეს, თუ უარესს არა აპირებთ თუკი მოხვალთ ხელისუფლებაში. „იმედსაც“ დაარბევთ, „რუსთავი 2“ - საც დაარბევთ, „პოს ტვ“ - საც დაარბევთ, ყველას დაარბევთ. ახალგაზრდებსაც დახოცავთ, ციხეებსაც გაავსებთ და ყველაფერს იმავეს გააკეთებთ.
ევროკავშირის ელჩი ხომ არსებობს ისევ ჩვენს ქვეყანაში, სხვა ელჩები ხომ არსებობენ ისევ ჩვენს ქვეყანაში, ან არასამთავრობო საზოგადოების წარმომადგენლები ხომ არსებობენ, უცხოურს ვგულისხმობ, თორემ ქართულის იმედი აღარც გვაქვს. რატომ არ დაგმეს ტელეკომპანია „იმედის“ და სხვა ტელეკომპანიების პირდაპირი შეურაცხყოფა რამდენიმე ათეული აგრესიულად განწყობილი აქციის წვერების მხრიდან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.