გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი

მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის საპროტესტო აქციების შესახებ. 

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები შეგნებულად მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. მანვე აღნიშნა, რომ თუ გავლენ კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეთ პასუხი. 

"მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ ამ მავნებლობაში აღებული და დამფინანსებლებს უნდათ აჩვენონ რაიმე კონკრეტული შედეგი.
მიდიან პოლიციის დისკრედიტაციაზე, ჟურნალისტებს ესხმიან თავს და ა.შ. ჩვენ გვმართებს თავისთავად რკინისებრი მოთმინება, მაგრამ გავლენ თუ არა კანონის ჩარჩოდან, მთელი სიმკაცრით უნდა გავცეთ პასუხი ამ მართლა ორკებს.

P.S. ზოგი ქალაჩუნა და უნიათო, საჯარო მოხელის შვილებიც იმყოფებიან აქციაზე, აქტიურობენ, კადრულობენ უამრავ სიბინძურეს და ა.შ. ჩემი აზრია, უნდა დადგეს მსგავსი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, კაცი რომ ოჯახს ვერ აქცევს ყურადღებას, სამინისტროს და უწყებას ვერ მიხედავს.თან, საერთაშორისო არენაზე", - წერს გიორგი გამსახურდია.

მარბიელი ხელისუფლება ტრამპის იმედად თუა კარგად ყოფილა საქმე!
1 საათის უკან