თენგიზ შარმანაშვილი: არანაირი მექანიზმი, რომელიც შეაფერხებს, ჩატარდეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის და პრეზიდენტის მხრიდან ვერავითარი სარჩელის შეტანა ამას ვერ შეაფერხებს

თენგიზ შარმანაშვილი: არანაირი მექანიზმი, რომელიც შეაფერხებს, ჩატარდეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის და პრეზიდენტის მხრიდან ვერავითარი სარჩელის შეტანა ამას ვერ შეაფერხებს

არანაირი მექანიზმი, რომელიც შეაფერხებს ამ 10-დღიან ათვლას, რომ ჩატარდეს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის და ვერავითარი სარჩელის შეტანა პრეზიდენტის მხრიდან ამას ვერ შეაფერხებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

მან საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სახელით შესულ სარჩელზე ისაუბრა, რომლითაც იგი არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის დარღვევას აპროტესტებს. კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა სარჩელის შეტანის ფაქტმა გადაავადოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, შარმანაშვილმა განაცხადა, რომ გაუგებარია ამ შემთხვევაში, რა სამართლებრივ ლოგიკაზე საუბრობენ ოპონენტები.

„ვერანაირი არგუმენტი ვერ მოიტანეს ვერანაირი ნორმა ვერ მიუთითეს, ვითომ იმ კონსტიტუციონალისტებმა, რომლებიც ამ თემებზე საუბრობდნენ და ბოლოს ქალბატონმა ბესელიამ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართლებრივი ლოგიკაა ასეთიო.

მე არ ვიცი, ეს ლოგიკა რას ეფუძნება, ან მისი სამართლებრივი ლოგიკა რა არის, მაგრამ არანაირი ნორმატიული დატვირთვა ამ საკითხს არ აქვს. ეს არის ფაქტი. ყველა, ვინც სხვაგვარად საუბრობს, ან არაკეთილსინდისიერად იქცევა, ან - დილეტანტია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობისთვის კი დილეტანტების აზრი საინტერესო არ არის.

„ეს პირველი სხდომა შედგება და ამ სარჩელის შეტანა ვერ შეაფერხებს მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტის მოწვევის პირველის ხდომის ჩატარებას“, - დასძინა შარმანაშვილმა.

ლაზი მაგარი ლოგიკა აქვს ბესელიას. არ მოგეწონება არჩევნების შედეგები? შეიატანე სარჩელი საკონსტიტუციოში და პარლამენტი ვერ შეიკრიბება. არ მოგეწონება განაჩენი? ისევ შეიტანე და ასე დაუსრულებლად. შეგიძლია შენს ხუშტურზე პარლამენტი მუდმივად დაბლოკო. ასეთია დოქტორ (ერთხელ პარლამეტარობისას თქვა, მალე დისერტაციას ვიცავო. ალბათ უკვე დაცული ექნება) ბესელიას ლოგიკა.
1 საათის უკან