ირაკლი კირცხალია მიხაილ გალერის განცხადებაზე: მეგობრებო, პარტნიორებო, არ გაქვთ სწორი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, თუ რა სურს ჩვენთან საზოგადოებას

ირაკლი კირცხალია მიხაილ გალერის განცხადებაზე: მეგობრებო, პარტნიორებო, არ გაქვთ სწორი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, თუ რა სურს ჩვენთან საზოგადოებას

მეგობრებო, პარტნიორებო, არ გაქვთ სწორი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, თუ რა სურს ჩვენთან საზოგადოებას, - ამგვარად გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებას. კერძოდ, გალერი დაინტერესდა, არსებობს თუ არა საქართველოში ხმების პარალელური დათვლის რაიმე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან.

„მეგობრებო, პარტნიორებო, არ გაქვთ სწორი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, თუ რა სურს ჩვენთან საზოგადოებას. 24 დღე გავიდა, მეორე დღესვე მოვუწოდებდით, „გამოაქვეყნეთ პარალელური დათვლის შედეგები“. ვერ აქვეყნებენ პარალელური დათვლის შედეგებს იმიტომ, რომ ერთხელ უკვე სახელი გატეხილი აქვთ და რა უნდა გამოაქვეყნონ? რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ თითოეული ნორმალურად და ობიექტურად მოაზროვნე ადამიანი, რომ იქ ვერაფერი ვერ იქნება უბრალოდ, რომ, თითქოს 300 ათასი და 400 ათასი ხმა გაყალბდაო”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გალერის განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მისი განცხადებით, „როგორც ჩანს ევროპარლამენტის წევრი მიხაილ გალერი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებულად მძაფრი და აბსურდული კრიტიკით გამოირჩევა, არ გააფრთხილეს, რომ საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს უპრეცედენტო მოვლენასთან, რადგან საქართველოში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები არ ქვეყნდება“.