ეს არის ერთ წინადადებიანი ანეკდოტი და ჟღერს შემდეგნაირად: სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი.
„რაც შეეხება მთელი ამ პროცესის ტრაგიკომიკურობას, ქალბატონი, რომელიც მედროშეა კონსტიტუციის დარღვევის, მედროშეა პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენების, ახლა ასე იქცევა.
კარგად არის ნათქვამი, რეალურად რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე. ყველა ერთად ხავსსაც ვეღარ ეჭიდებიან, არიან წყალწაღებულები“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.