აქციის მიმდინარეობის პერიოდში გარკვეულმა პირებმა გამოხატეს აგრესია და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციული წელით იქნენ დაკავებული, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.
„დრონის საშუალებით ჩამოაგდეს საღებავები და გარკვეული სახის ბოთლი. პოლიციის მხრიდან სისტემატურად ხდება მათთვის განმარტება, რომ მოიქცნენ კანონის ჩარჩოებში, მათ შორის მედიასთან მიმართებაში. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის გარკვეული ფაქტები და მოვახდენდეთ რეაგირება.
ჩვენ განვუმარტეთ აქციის მონაწილეებს შეკრებების და მანიფესტაციის შესახებ კანონის არსი. მოხდა მათი სხვა ლოკაციაზე გადმოწევა, ის კონსტრუქციები და სხვადასხვა სახის ნივთები, რომელიც უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული სავალ ნაწილზე, ჩამოვართვით. აქციის მონაწილეები კვლავ აგრძელებენ სავალი ნაწილის შეზღუდვას“, - აღნიშნა ვაჟა სირაძემ მედიასთან საუბრისას.