მოკლე შედარება, რაც გაკეთდა, რომ პარალელური დათვლა და ცესკოს მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის სერიოზული დარტყმა და ისტერიკის საფუძველი, რომელიც დღეს დამკვიდრებულია ოპოზიციის რიგებში და მიხაილ გალერი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„ISFED - მა ერთი დააშავა 2020 - ში, როდესაც გამოაქვეყნა გაყალბებული მონაცემები და ახალა მეორე დანაშაულს ჩადის, რომ არ აქვეყნებს იმ მონაცემებს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ნებისმიერ სპეკულაციას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარი მიხეილ გალერი გუშინ დაინტერესდა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს თუ არა ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან.
„ვადევნებდი თვალს შედეგების ოფიციალურ დადასტურებას. ჩემი შეკითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა ხმების პარალელური დათვლის რაიმე შედეგი, რომელიც განსხვავდება ოფიციალურად გამოცხადებული შედეგებისგან?“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.