პოჩეტინო: „მესი მსოფლიო ჩემპიონატზე წავა“

პოჩეტინო: „მესი მსოფლიო ჩემპიონატზე წავა“

აშშ -ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევს, რომ არგენტინისა და „ინტერ მაიამის“ 37 წლის დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, უახლოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს (ამ დროისთვის ლეო 39 წლის იქნება).

„ეჭვი არ მეპარება, რომ მესი შეძლებს მსოფლიო თასზე წასვლას. ის ითამაშებს, თუ თავად სურს. ხედავთ, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა. ლეო დიდი პროფესიონალია, ზრუნავს საკუთარ თავზე. კარგი იქნება მისი ნახვა მსოფლიო თასზე. ეს საინტერესო იქნება აშშ-სა და არგენტინისთვის, ” - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს La Nacion.

შეგახსენებთ, რომ მესი 2023 წლის ზაფხულში „ინტერ მაიამიში“ ფრანგული პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.