ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე უმცროს შვილთან ერთად გამოჩნდა

ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე უმცროს შვილთან ერთად გამოჩნდა

2024 წლის Governors Awards-ის წითელ ხალიჩაზე ანჯელინა ჯოლი ვინტაჟური კაბით გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი უმცროს შვილთან, 16 წლის ნოქს ჯოლი-პიტთან ერთად იმყოფებოდა.

ანჯელინა ჯოლიმ ამჯერად არაბრენდირებული სამოსი შეარჩია, რომელსაც შესაბამისი საყურეები და ყელსაბამი შეუხამა.

ცნობისთვის, ნოქს ჯოლი-პიტი საზოგადოებაში ხშირად არ ჩნდება, ეს იყო მისი მეორე ჰოლივუდური გამოჩენა Marvel's Eternals-ის 2021 წლის წითელ ხალიჩაზე წარდგენის შემდეგ.

მსახიობის უმცროსი შვილი კლასიკური შავი სმოკინგით დედასთან ხელჩაკიდებული დადიოდა წითელ ხალიჩაზე და კამერების წინ პოზირებდა. კრიტიკოსებს არაფერი გამოჰპარვიათ და ნოქს ჯოლი-პიტის ვიზუალმა მაშინვე ყველას ბრედ პიტი მოაგონა.