თეონა აქუბარდია: პრეზიდენტმა ივანიშვილს შესთავაზა მშვიდობიანი გასასვლელი ხელახალი არჩევნების სახით, რათა ქვეყანა მშვიდობიანად გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან

თეონა აქუბარდია: პრეზიდენტმა ივანიშვილს შესთავაზა მშვიდობიანი გასასვლელი ხელახალი არჩევნების სახით, რათა ქვეყანა მშვიდობიანად გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან

პრეზიდენტმა ივანიშვილს შესთავაზა მშვიდობიანი გასასვლელი ხელახალი არჩევნების სახით, რათა ქვეყანა მშვიდობიანად გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას ხელახალი არჩევნების შესახებ არ დათანხმდება.

„26 ოქტომბრის არჩევნები რომ სისტემურად არის დარღვევების ფონზე ჩატარებული, ამას როგორც პრეზიდენტი, ასევე ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ჩვენი მხარდამჭერები და ამომრჩევლები ამბობენ. ისინი ხედავდნენ ამ სისტემურ გაყალბებას და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არაერთი მძიმე დარღვევის ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები. მათ შორის, ტექნიკური მისიის გამოგზავნაზეა საუბარი და გამოძიებაზე ყველა ამ დარღვევის, რომლებზეც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობა აჩვენებს, რომ იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე.

შესაბამისად, პრეზიდენტმა გასასვლელი შესთავაზა ივანიშვილს, რათა მშვიდობიანად გამოვიდეს ქვეყანა ამ პოლიტიკური კრიზისიდან და ეს გასასვლელი არის კონკრეტული ის ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნებით შეიძლება დაბრუნდეს. ბუნებრივია, ივანიშვილი ამას არ გააკეთებს. არავის არ გაგვიკვირდება, რადგან ვანიშვილმა ღიად თქვა, რომ მისი ფული უფრო მეტია, ვიდრე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, მისი ძალაუფლებაც. სხვა დანარჩენი არის დამოკიდებული ჩვენზე და მივყვებით ბრძოლის იმ განზომილებას, რომელიც მშვიდობიანად, სამართლებრივ სივრცეში ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოს დაბრუნებას გულისხმობს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

მარბიელი რა მშვიდობიანი გასასვლელი შე ქათამო! ზურაბიშვილის წინადადება კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა!
1 საათის უკან
Aburjga Tasmanieli კარგი, ვთქვათ გააბრიყვეთ ხელისუფლება და დაიბრიყვეთ ქართველი ხალხი და ჩატარდა ხელახალი არჩევნები, ხომ იცით, ხომ ცხადია რომ კიდევ წააგებთ და ისევ უფრო დიდი სხვაობით?! მერე, ამის მერე რა ვქნათ, კიდევ ჩატარდეს არჩევნები სანამ თქვენ არ გაიმარჯვებთ?! ახლა აზრი გაქვს ამ სისულელეებს რომ ბჟუტურებ?! აუტგანელები ხართ!
1 საათის უკან