მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ მოღალატეობრივ წერილზე: პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ არიან ჯაშუშები

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ მოღალატეობრივ წერილზე: პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ არიან ჯაშუშები

აგონია იძლევა ასეთ შედეგებს, რადგან ისინი არიან აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ მათ გამოამჟღავნეს ბოლომდე საკუთარი თავი და მე მგონი ძალიან ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ, აგენტების სიტყვის უკან შეიძლება ბევრი სხვა ხასიათი ამოიკითხო, დავუშვათ, აგენტი შეიძლება იყოს სადაზღვევო აგენტიც კი, ისინი არიან ჯაშუშები, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ,-  უპასუხა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ მოღალატეობრივ წერილთან დაკავშირებით. 

მდინარაძის განცხადებით,  რადიკალურმა ოპოზიციამ თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე  უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები - სერგო ორჯონიკიძეები.
 
„პირველად საქართველოს ისტორიაში აგენტურულმა ოპოზიციამ თვითონ თავისი ხელით, აქამდე ხომ ეს გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე იყო ცნობილი, ამას ჩვენ ვამხელდით, ჟურნალისტები ამხელდით და ვიცოდით, რომ დადიოდნენ დერეფნებში და ამას აკეთებდნენ, მაგრამ ამის პირდაპირი მტკიცებულება არ იყო, პირველად, თავისივე ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით შავით თეთრზე მათ უტყუარად დაადასტურეს, რომ ისინი არიან ჯაშუშები - სერგო ორჯონიკიძეები,  თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს - სერგო ორჯონიკიძე, აქეთ ესეი ამბობენ რომ დაგვსაჯეთ. იამზე უარესები არიან, დაგვსაჯეთ  არ ფრიალებსო, საჩვენო აგენტურული დროშებიო, დაგვსაჯეთ იქნებ ავაფრიალოთ ასეთი დროშებიო. ითხოვენ ევროპელებისგან, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა, რაიმე გზით.  ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას, იმიტომ რომ, ამის ობიექტური მოცემულობა არ არსებობს, თორემ გარკვეული პატრონები იქაც ჰყავთ, გარკვეული ძალები, და ამ დროს ესენი მაინც ჯიუტად ითხოვენ, რომ იქნებ რამენაირად მაინც დავსაჯოთ საქართველო და აქციებს რომ აწყობ, ახლა რა ხასიათის აქციებიცაა დისკომფორტს ვის უქმნიან, ხელისუფლებას?! - არა ხალხს, ხალხის დასჯას ითხოვენ, ევროპელებისგან რასაც ითხოვდნენ იმით ვინ ისჯება?!  ქვეყანა და ხალხი ხო?!“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას იმხელა აგრესია აქვს, ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე , რაც ჯაშუშობის  მეტი არაფერი არ არის.

„იმხელა აგრესია აქვთ, ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომ ვეღარ მალავენ უკვე და ჯაშუშის  მეტი არაფერი არ არის. უფრო მეტად დადასტურებული, ვიდრე ამ წერილით არის  მათი ჯაშუშობა ამ, აქამდე არ ყოფილა. აქამდე ეს ყველაფერი ვიცოდით ინფორმაციებით, ერთი- თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ყველა მათგანი არ იყო, ნაწილი იყო ახლა ვითომ მათგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ქნა გახარიას, ხომ არ აინტერესებს, გვარამია მით უმეტეს, როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ იყოს, მელია და  ხაზარაძე და მათი რეკეტიორები არ არიან „ნაცმოძრაობა“ და ისინი ხომ გაემიჯნნენ ერთმანეთს და  „ნაცმოძრაობას“  აბრალებდნენ ღალატს, ახლა უკვე ყველამ ერთობლივად ხელი მოაწერა საქართველოს და ქართულის საზოგადოების დასჯას. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება, ალბათ, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ