ჟურნალისტი ნანა სულავა, სოციალურ ქსელში პოსტს ავეყნებს.
"ევროკავშირმა და ჩრდილოეთ ამერიკულმა იმპერიალიზმმა საქართველოში დაიწყეს მორიგი, რიგით მესამე ფაშისტური კონტრრევოლუცისთვის მზადება. მათ ჯერ 1992 წელს მოიყვანეს ტირანი შევარდნაძე, შემდეგ 2003 წელს - ფაშისტი სააკაშვილი და ახლა ოთხთა ბანდაზე დადეს ფსონი. ესენი არიან პარტიები, სიითი ნომრებით: 4, 5, 9 და 25, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ აქციებს აწყობენ. საკითხავია, რისთვის მიიღო „ოცნებამ“ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუ ამ კანონის აღსრულებას არ გაასაჯაროებდა? „ოცნებავ“, არ დაიღალე ამ დაუსრულებელი პოლიტიკური თამაშებით? თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციისთვის ევროკავშირიდან გამოყოფილი 30 მილიონი ევრო დესტრუქციულ ძალებს რომ გადაურიცხეს, ამ ძალების ხელში რომ არ მოხვედრილიყო ეს მილიონები, თქვენ რა გააკეთეთ ამისთვის? ეს მილიონები ხომ ჩვენი ქვეყნის დასაქცევად შემოდის. ამ თანხებს განკარგავენ ლომჯარიები, გიგაურები, ბოკუჩავები, საბანაძეები და ამათ იციან, ეს მილიონები სად წავიდა, აბა, როგორ გახსნეს ეს ოფისები მათმა „პრიშმანდოვკებმა“, გვარამია-მელიებმა? როგორც ხალხურ ზღაპრებშია გამოყვანილი მელია მატყუარა, ისეთივე მატყუარაა ნიკანორ მელია, აქციებზე გაჰყვირის, ფული ჩვენ არ გვაქვსო. მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა! არ მუშაობ, მუქთახორობ და ქუჩა-ქუჩა დაწანწალებ. შენნაირ მუქთახორებს საბჭოთა პერიოდში სჯიდნენ. ახლა კიდევ ევროკავშირმა ახალგაზრდების სახედ და მაგალითად გაქცია. გვარამიასავით რამდენიც არ უნდა იძახო ნაცი არ ვარო, შენ პირწავარდნილი ნაცი ხარ. აბა, რატომ შეასრულე ნაცების დავალება? ფასიან აქციებზე მისული ახალგაზრდები გაზეთებს არ კითხულობენ, თორემ რამდენი ვწერე „ალიას“ ფურცლებზე შენი გმირობის შესახებ. ახლა იქნებ სოციალური ქსელიდან წაიკითხონ სწორედ იმ ახალგაზრდებმა, შენი რომ სჯერათ.
2011 წლის 17 ოქტომბერს, ვანო მერაბიშვილის მითითებით, სრულიად უდანაშაულო 20 წლის ახალგაზრდას, დავით რუსიშვილს, ხელი რომ დაადე, რათა მერაბიშვილს თავი მოეწონებინა, რუსთაველზე მომხდარი რეზონანსული საქმე გავხსენიო და შენ, მელია, ცრუმოწმეობა გასწიე. სანაცვლოდ ნაცებმა მთაწმინდის გამგებლად დაგნიშნეს, ხოლო უდანაშაულო 20 წლის დავით რუსიშვილი შენი ცრუ ჩვენების საფუძველზე გლდანის ციხეში ფეხებით დაკიდეს, რომ მას არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა, იციან ამის შესახებ ევროკავშირის ფასიან აქციებზე მოსულმა ახალგაზრდებმა, დავით რუსიშვილის ტოლმა ბიჭებმა? თუ არ ჯერათ ამ ფაქტის შესახებ, ჩემთან, ჟურნალისტთან, არის ყველა მტკიცებულება და საქმის მასალა. ხელთ მაქვს ოქმი, სადაც წერია: „ამომცნობმა პირმა ნიკანორ მელიამ, მცხოვრები თბილისი, ჭონქაძის ქ. ....“ ახლა შენ, თვითონ გამყალბებელი გაიძახი, არჩევნები გააყალბესო. შენი ცრუ ჩვენებით 20 წლის ბიჭი 20 წლით გაუშვეს ციხეში. შემდეგ ნამდვილი დამნაშავე გამოჩნდა, აღიარა დანაშაული, რას ერჩით ამ ბიჭს, ციხიდან გაუშვით, ჩემი შვილის მკვლელი მე მოვკალიო. ეს ინტერვიუ 2020-ის არჩევნებზე უკანონო პატიმრის, დავით რუსიშვილის მამამ მომცა. გაიგეთ, ახალგაზრდებო, ახლა რომ მიტინგებზე დადიხართ და მელიებს უსმენთ, ეს საქმე გვარამიას პროკურორობის დროს შეიკერა. აი, ესენი არიან დღეს ამ აქციების ლიდერები.
მელიებო და გვარამიებო, ის 37 წელი თქვენნაირებმა დაატრიალეს. ცრუ ჩვენებების და ყალბი დაბეზღებების ნიაღვარი წავიდა შინსახკომისკენ. ჰოდა, ის სამეული, წერეთელი, რაფავა (მესამე არ მახსენდება) შტამპავდა განაჩენებს, როგორც ამას აკეთებდა მერაბიშვილის, ადეიშვილის და კუბლაშვილის სამეული. გვარამია მათი „შესტიორკა“ იყო. რა უბედურება გვჭირს, რომ დღეს გვარამიასნაირი არაკაცები მართავენ ევროკავშირის ფასიან აქციებს და გაიძახიან, ევროპა გვინდაო! ევროპა კი მილიონებს აგზავნის სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.
რა თქმა უნდა, ოცნება უნდა წავიდეს, მაგრამ თქვენი ხელით არა, არამედ ჯანსაღი ძალებით, რომლებიც არ დაფინანსდებიან ევროკავშირისგან, თორემ ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს იმ მისიით რომ აგზავნის, რომ ძმათა მკვლელი ომი გააჩაღოს საქართველოში და დანარჩენი საქართველოს 80 პროცენტის სამხედრო ოკუპაცია მოახდინოს დასავლეთისა და რუსეთის იმპერიალისტური გარიგებით, ამიტომ რომ დაწანწალებენ გერმანელი, შვედი, პოლონელი ნეოფაშისტები რუსთაველის პროსპექტზე, იგინებიან, აქეზებენ პოლიტიკურად უწიგნურ ახალგაზრდებს, რომლებიც ქურდი პროფესორის, ჯაბა იოსელიანის გზას დაადგნენ, ამას ვერ ხვდებიან, თორემ განათლებული და ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდობა ამ მიტინგებზე არ დადის. ისინი ხელისუფლებიდან ოცნების წასვლის მომხრეები არიან და ცდილობენ, სწორი გზები გამონახონ. მე ძალიან ბევრ ასეთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც არასოდეს არ დაადგენიან ჯაბა იოსელიანის გზას. ნურავის დაავიწყდება 1991 წლის იანვარი, როცა ჯაბა იოსელიანმა წერილი გაუგზავნა მამა ბუშს. აი, ეს იყო ნამდვილი მედასავლეთეს განცხადება. ხოდა იმ ახალგაზრდებმა ახლა, აქციებზე, ევროკავშირისგან დაფინანსებული ფულით სენდვიჩებს რომ მიირთმევენ, გვარამიები, მელიები, ხაზარაძეები ჯაბა იოსელიანის გზისკენ უკიჟინებენ.
ახლა ვეკითხები ხატია დეკანოიძეს, თქვენი რეჟიმის დროს რომ ასე სენდვიჩებით, ცხელი ჩაით, ცხელი ყავით თქვენს წინააღმდეგ მიმართული აქციები ვინმეს რომ დაეფინანსებინა, თქვენ მაშინ რას იზამდით? მაგრამ ქართული ოცნება რას აკეთებს იმისთვის, რომ ამ ბინძური ფულით ნაყიდი სენდვიჩები არ მიირთვას ჩვენმა ახალგაზრდობამ, რომლებიც დგანან აქციებზე? ქართულ ოცნებას ხალხი ფეხებზე ჰკიდია. მთელი ქალაქი პარალიზებულია ღამის საათებში, ფასიანი აქციების გამო. ჭავჭავაძეზე ბიოტუალეტები დადგეს და კარვები გაშალეს, გადაიკეტა მთელი ჭავჭავაძე. მანამდე გვარამიამ განაცხადა აქციაზე, ორი აქცია იგეგმებაო. ერთი კარვების აქცია და მეორე ცივი გონებით მოხდებაო. გაიგეთ, ხალხო? რა ცივ ომს აპირებ, დროდადრო ცხელი ეპიზოდებით?
იუდას 30 ვერცხლი გადაუხადეს ქრისტეს გაყიდვისთვის, ევროკავშირმა თქვენ 30 მილიონი გადაგიხადათ საქართველოს გაყიდვისთვის. თუ ასე არ არის, გვითხრან გვარამიებმა და მელიებმა, ციხიდან ახლა რომ გამოვიდნენ, არჩევნების წინ რა თანხებით გახსნეს ეს ოფისები? საინტერესოა, 30 მილიონის სანაცვლოდ რამდენი მილიონს ელოდება ევროკავშირი, თქვენი ხელით რომ გაიტანოს საქართველოდან? თქვენ ხართ ხალხის მტრები და სამშობლოს მოღალატეები. გვარამია, თავს ნუ იწონებ აქციებზე იმით, რომ ზვიადისტების ოჯახიდან ვარო. დარწმუნებული ვარ, იმ ახალგაზრდებმა იმ ფაქტის შესახებ არაფერი იციან, როგორ უღალატა მამაშენმა ანზორ გვარამიამ ზვიად გამსახურდიას. მამაშენს, ანზორ გვარამიას 1993 წელს საქართველოს კონსტიტუციურმა ხელისუფლებამ, როცა ზუგდიდი შევარდნაძის ტირანიისგან უკვე პარალიზებული იყო, გადასცა სათანადო სახსრები, რომ გაეხსნა რადიოსადგური „თავისუფალი საქართველო“. 1993 წლის აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ დანიშნა ანზორ გვარამია ამ რადიოსადგურის ხელმძღვანელად. გვარამიას მამამ არც ეს რადიოსადგური გახსნა, შეგროვილი თანხები გააქრო და რუსეთში გაიქცა. ასე ატყუებს ნიკა გვარამია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს. ნიკა გვარამია, თუ ზვიადისტების ოჯახიდან ხარ, მაშინ „საქართველოს ეროვნული ხსნის მოძრაობის წინააღმდეგობის ფრონტში“ რატომ არ იყავი? აქციები შენ არ ჩაგიტარებია, მონაწილეობა არ მიგიღია, პირდაფჩენილი ახალგაზრდები რომ გისმენენ და ვითომ პოლიტიკას ეწევით, სანამ სენდვიჩების ფული გექნებათ, ასე იწანწალებთ ქუჩა-ქუჩა, ფასიანი აქციები – ეს მართლა რა უბედურებაა! ევროკავშირის 30 მილიონ ევროს რომ დახარბდით სამარცხვინოდ და გაიძახით ქართველი ხალხის სახელით, არჩევნები გააყალბესო.
აქციაზე სიტყვით გამოსულო ლაშა ბაქრაძე, შენ მაინც ვიზე გაქვს სალაპარაკო? ხმა ამოგიღიათ შენ და მამაშენს, სიგუა-კიტოვანის და იოსელიანის ხუნტის წინააღმდეგ, მომიტინგეებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ და ციხეებში აწამებდნენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „რუსთაველის საზოგადოება“ მამაშენმა თენგიზ სიგუას არ დაუთმო? მამაშენმა უარი არ უთხრა ზვიად გამსახურდიას, რომ შესულიყო „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატად? და გადატრიალების შემდეგ, 1995 წელს, შევარდნაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმები ვერ მიიღო. რუსთაველზე სისხლისღვრა რომ არ ყოფილიყო, შენ და მამაჩენმა რამე გააკეთეთ? ახლა რომ გაიძახი, ოცნებამ არჩევნები გააყალბაო, ის არჩევნები გაყალბებული იყო, 87-მა პროცენტმა ხმა რომ მისცა ზვიად გამსახურდიას? ბატონო ლაშა, შენ სარგებლობ იქ მოსული უწიგნური ახალგაზრდებით, რომლებმაც არ იციან საქართველოს უახლესი ისტორია. ეს თქვენი მოძრაობა ქრთამით მისული ახალგაზრდების მოძრაობაა. აბა, რა უნდათ აქციებზე არასრულწლოვან ბავშვებს, ეს არ არის ბავშვთა უფლებების დარღვევა? საქართველო ქართველი ხალხისგან იცლებაო, გაიძახით, შევარდნაძის ტირანიის დროს 1 მილიონი რომ გავიდა, რატომ იყავი ჩუმად? ფაშისტი სააკაშვილის რეჟიმის დროს რამდენი გავიდა, დაითვალეთ? რა, თქვენი ბატონ-პატრონები თუ მოვლენ, არ წავლენ ქვეყნიდან ქართველები? დაგავიწყდათ, სააკაშვილმა ათეულ ათასობით ქართული პასპორტი ვიღაც უცხოელებს რომ დაურიგა არჩევნების წინ? რა, ნაცბანდას რევანში თუ შედგა, სოსო თოფურიძით დაწყებული და დათა ახალაიათი და ერეკლე კოდუათი დამთავრებული, ყველა აქ არ ჩამოგივათ? ეგენი გინდათ დააბრუნოთ? ამაზე გიფიქრიათ თქვენ, მათი მეთოდებით რა მოხდება? იმიტომ დაწანწალებთ ევროკავშირის დროშით? საერთაშორისო გამოცდილების გავლენის აგენტს, საქართველოს ვაიპრეზიდენტს, ორბელიანის სასახლეში ხშირად რომ სტუმრობთ და გეგმავთ რიგით მესამე გადატრიალებას, მას ნამდვილად საერთაშორისო გამოცდილება აქვს. თქვენ თავისუფალი კი არა, ამერიკელი და ევროპელი იმპერიალისტების მონობა გინდათ, მერე თქვენი ბატონების ადგილობრივ მოურავებად რომ მოგვევლინოთ.
გაყალბდა თუ არა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, თქვენ არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება გაქვთ, რომ პროტესტი გამოხატოთ, რადგან თვითონ ხართ გამყალბებლები. რაც შეეხება არჩევნების გამოძიებას, გამოძიება უნდა დაიწყოს 1992 წლის 11 ოქტომბრიდან და ვინც ამის წინააღმდეგი გამოვა, ის იქნება პოლიტიკური აფერისტი. თქვენი ადგილი, თქვენს ბატონ-პატრონებთან ერთად არის პოლიტიკურ სანაგვეზე. ქართველი ხალხი და ევროპის ხალხები ყველას მიგიჩენენ კუთვნილ ადგილს.
ახლა გეკითხებით, 1992 წლიდან მოყოლებული, ცესკოს რომელი თავმჯდომარე გყავდათ უმწიკვლო რა ჯიბეში დამალულ საღებავებს რატომ არ ასხამდით ცესკოს თავმჯდომარეებს, მიწის ზემოთ თუ მიწის ქვემოთ? ჭიაბერაშვილს რატომ არ შეასხით საღებავი? როცა თქვენს სასარგებლოდ აყალბებდა, მაშინ კარგი იყო? დავით კირთაძემ რატომ არ შეასხა საღებავი?! აი, ასეთი მართლები ხართ ყველაფერში. ყველანი ერთად, თქვენი ტელევიზიებით უნდა მოშორდეთ ამ ქვეყანას! ტელევიზიებსკიდევ ერთხელ იმიტომ ვახსენებ, რომ ამ დღეებში, ამ ვითომ „თავისუფალმა“ ტელევიზიებმა ერთი განცხადება-ნეკროლოგი არ გააკეთეს გიორგი კერვალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ვეტერანი იყო 1991 წლიდან, იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. რა არაადამიანობის ფსკერზე უნდა იყოთ დღევანდელი ჟურნალისტები, რომ ასეთი ადამიანის შესახებ ერთი სიტყვა ვერ გაიმეტეთ, რომელმაც ერთი გაცრეცილი პალტოთი გაატარა მთელი ცხოვრება და ალბათ განგების ხელი ერია, რომ სიმბოლურად, 9 აპრილის მემორიალთან მისულს, გული გაუჩერდა.
ნათელში იყოს გიორგი კერვალიშვილის სპეტაკი სული! თქვენ და თქვენს ტელევიზიებს ასეთი ჭეშმარიტი მამულიშვილები არ გაინტერესებთ. 24 საათი, დღე და ღამე ჭიჭე ვაშაძე, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ნიკა მელია და სხვა პოლიტიკური აფერისტები გყავთ ეკრანზე გამოჭიმული, რომლებიც მოტყუებულ ახალგაზრდებთან ერთად სენდვიჩებს მიირთმევენ აქციებზე.
მივმართავ უსახლკაროებს, სოციალურად დაუცველებს, „ბომჟებს“, რომლებსაც არანაირი სახსრები არ გააჩნიათ საკვების შესაძენად, მივიდნენ ვაშაძეების და გვარამიების აქციებზე და მიიმართვან და მიირთვან უფასო სენდვიჩები, სანამ ევროკავშირის ფული არ გამოილევა, ბიოტულეტებიც ხომ იქვე აქვთ... "