მამუკა მდინარაძე - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს

მამუკა მდინარაძე - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს

მინდა, გამოვეხმაურო ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს, მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველას, ვინც გახდა ზეწოლის, ბულინგის თუ დანაშაულის ობიექტი. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია.

„ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიების ჟურნალისტები არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების ბულინგს, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მათაც მოვუწოდებ, რომ ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალურობა და ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად“, – განაცხადა მდინარაძემ.