ჩვენ ერთმაგ სტანდარტთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებებს ვისმენთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისადმი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვას, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმას შეეხება.
„სამწუხაროდ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მიგვაჩვიეს იმ ორმაგ სტანდარტებს, რომელიც ახასიათებს თანამედროვე პოლიტიკურ კონიუნქტურას. ხოლო ის, რაც რადიკალების დღის წესრიგშია, ყოველდღიურად გვესმის მსგავსი განცხადებები მათთვის მაშველ რგოლად. ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ერთმაგ სტანდარტთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებებს ვისმენთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცესკო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს არ დატოვონ უყურადღებოდ 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი.