„მანჩესტერ სიტი“ ერლინგ ჰოლანდს ახალ კონტრაქტს სთავაზობს გაუმჯობესებული ხელფასით. ამის შესახებ Mirror-ი იტყობინება.
ბრიტანული მედიის ცნობით, „ქალაქელებს“ სურთ ჰოლანდს კონტრაქტი, რომელიც 2027 წელს იწურება, ორი წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივონ, სანაცვლოდ კი, ხელფასის სახით კვირაში ნახევარ მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც სეზონში 30 მილიონზე მეტია.
ნორვეგიელი ფორვარდი შეთავაზებას თუ დათანხმდება, პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 114 შეხვედრაში 105 გოლის გატანა მოახერხა.