"ბარსელონამ" შესაძლოა, შჩესნის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს

„ბარსელონამ“ ვოიცეხ შჩესნის შესაძლოა, კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

პოლონელი მეკარე, რომელმაც ზაფხულში კარიერა დაასრულა, „ბარსას“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ შეუერთდა და კარიერა განაახლა.

ჯერჯერობით, შჩესნის „ბარსელონაში“ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია და ჰანსი ფლიკი ინიაკი პენიას ენდობა. მიუხედავად ამისა, პოლონელმა კლუბის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, უკვე დაარწმუნა, რომ გუნდისთვის საჭირო ფიგურაა.

შჩესნი გასახდელში მნიშვნელოვანია თავისი გამოცდილებით, გარდა ამისა, „ბარსელონაში“ სურთ, რომ სამი სანდო მეკარე ჰყავდეთ, რათა გამორიცხონ მსგავსი პრობლემა, რომელიც მიმდინარე სეზონში შეექმნათ. ამიტომაც, ვეტერან მეკარეს ერთი წლით კონტრაქტის განახლებას სავარაუდოდ, შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი „ბარსელონაამდე“ „იუვენტუსის“, „რომას“ და „არსენალის“ ღირსებას იცავდა.