პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ყველა ასეთ სამართალდარღვევას და ფაშისტურ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომას და ქმედებას შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. სამართალდამცავი სისტემა მუშაობს ძალიან მაღალი, ჰუმანური სტანდარტებით და ამას ისინი [ოპოზიცია] იყენებენ სწორედ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოსაწყობად. პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
კირთაძემ განიზრახა რა ინსტირუციის და ხალხის შეურაცხყოფა, შეიძინა საღებავი, დაელოდა ხელსაყრელ დროს და ადამიანს ჯანმრთელობა, ჩვენ კი, ვინც არჩევნები მოვიგეთ, შეურაცხყოფა მოგვაყენა!!! ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული!!! კირთაძემ პასუხი უნდა აგოს - სავალდებულო არაა 3 წლით ციხეში ჩასმა - მიუსაჯონ საზ. სასარგებლო შრომა და ერთი წელი, ან 6 თვე ქუჩა ან სკვერი ასუფთავებინონ!
თუ ამა გაატარებენ და "სიმბოლურ"ქმედებაში, ან უწყინარ პერფორმანსში ცაუთვლიან, გამოვა მართლა შეშფოთებულები და იმ კირთაძეს, თუ სხვა ნაცს ნაცების სიმბოლურ იარაღს ცოცხს გათხრიან უკან და ვერავის ვერაფერს ეტყვის ხელისუფლება!
დააკავეთ კირთაძე და სამართალს პური აჭამეთ!!!