ორბანი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს

ორბანი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს გადახედოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუ სურს, რომ ფასებმა ენერგომატარებლებზე დაიწიოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ფასები ენერგომატარებლებზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციებს უნდა გადავხედოთ, იმიტომ რომ არსებული სასანქციო პოლიტიკის პირობებში ფასები ენერგომატარებლებზე არ დაიწევს“, - ციტირებს Reuters-ი ორბანს.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ამერიკული კომპანიები გაზსა და ელექტროენერგიაში იხდიან თანხის მეოთხედს, რასაც მათი ევროპელი კოლეგები ხარჯავენ და ამ ხარვეზის აღმოფხვრა მხოლოდ სანქციების გადახედვითაა შესაძლებელი.