პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს „მოკლე მეხსიერება აქვთ“.
მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა მაინც ხდება კრიტიკის საგანი ზელენსკის მხრიდა.
როგორც კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, ის ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვედრაზე აუხსნა, თუ რა დახმარებას უწევს პოლონეთი უკრაინას.
„ეს მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვების კონტექსტში, რა დროსაც გაიჟღერა ნოტამ, რომ პოლონეთი არ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“, - დასძინა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან ერთად კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ის არასდროს გადაკვეთს ისეთ ხაზს, რომელიც პოლონეთის უსაფრთხოებას დაემუქრება. „თუ რომელიღაც მოწყობილობის გადაცემა პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, მე მას უბრალოდ არ გადავცემ“, - თქვა მან.
ზელენსკიმ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ პოლონური მხარე კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებლებს არ აწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი შეთანხმება ნატოსთან მიღწეული იყო. ამის გამო ის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმაც გააკრიტიკა.