გეგმა რჩება გეგმად - ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას.
„ხელშესახები მხოლოდ ის დარჩათ, რომ მარკერმა მეორე მხარეს გამოჟონა, რაც ასევე სისულელეა. ასეთ ვითარებაში, როდესაც არაფერი ხელთ არ გაქვს, რაღაც აღქმებზე გაქვს შენი პოლიტიკა აგებული და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენლის უნიათო მხარდაჭერაზე, რასაკვირველია ერთადერთი გზა გრჩება, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოახდინო სახელმწიფო სტრუქტურების. თავიდანვე მთავარი სტრატეგიული მიმართულება ეს იყო და გეგმა რჩება გეგმად - ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება. ეს არის გაწბილებული ადამიანების ბოლო ამოძახილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.