საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მადრიდის „რეალის" თავდამსხმელის კილიან მბაპეს პრობლემებზე ისაუბრა.
„ფაქტია. ის რთულ მდგომარეობაშია, მხარს ვუჭერ. მისთვის ახლა კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ არის. ყველაფრის მიუხედავად უნდოდა თამაში. ვფიქრობ, ახლა მისთვის ასე უკეთესია. შეუძლია რთული პერიოდის გადალახვა. არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ასპექტიც. ყოველთვის არის ინტერპრეტაციები, ამიტომ ვცდილობ, სიტყვები ფრთხილად შევარჩიო. არ გავჩუმებულვარ, მაგრამ დისკუსიებში არ ჩავერევი“, - ციტირებს დეშამის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ დეშამმა გადაწყვიტა არ გამოეძახა კილიან მბაპე ერთა ლიგის ისრაელთან და იტალიასთან მატჩებისთვის.