არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის, ფაშიზმია, რომელიც ამ დღეებში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე. პაპუაშვილს გაზიარებული აქვს ერთ-ერთი მედიის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „აქტივისტები კალანდარიშვილის სახლთან მიტაცებულ არჩევნებს აპროტესტებენ“.
„არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელიც, ამ დღეებში, თბილისში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო მოწოდებებმა წაახალისა. შავ ლაქად გარდაქმნილი ფაშისტური სამკლავურებიც ასეთად დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში“, - წერს პაპუაშვილი.
16 სუბიექტი იყო, ბოლოში იყო ოცნება, გირჩი ხვიჩია, გახარია ... თავში ძვ მეცოცხეები, მერე ახლები, მერე ალტინფო, მერე ლელო ... გადაბრუნებულ ბიულეტენზე კონკრეტულად ვიზე იყო ხმა მიცემული, როგორ უნდა გაერკვია დამხედავს?
გარდა ამისა - ხმის მიცემის გარულობა ნიშნავს, რომ ამომრჩეველს არ უნდა შეექმნას დისკომფორტი ხმის მიცემისას (კარნახი, ყურება, ვიდეოთვალი) თორემ ხმის მიცემის შემდეგ რაც მოხდება, ეს სულ სხვა თემაა!