პრემიერი: პროგრამა მინიმუმს მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა, დაშალეს და ოთხ სუბიექტად შეიყვანეს პარლამენტში, მგონია, საბოლოო ჯამში, პატრონები დავალებას მისცემენ ამ პარტიებს, რომ ბოლოს შევიდნენ პარლამენტში

პრემიერი: პროგრამა მინიმუმს მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა, დაშალეს და ოთხ სუბიექტად შეიყვანეს პარლამენტში, მგონია, საბოლოო ჯამში, პატრონები დავალებას მისცემენ ამ პარტიებს, რომ ბოლოს შევიდნენ პარლამენტში

მათთვის არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, იყო ხელისუფლების შეცვლა და კოლექტიურინაცმოძრაობისხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ არსებობდა ასევე პროგრამა მინიმუმი, ეს იყო კოლექტიურინაცმოძრაობისდანაწევრება, რათა იმაზე მეტი შედეგი მიეღოთ, მათ შორის 5-პროცენტიანი ბარიერის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის პატრონების გეგმებზე საუბრისას გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ოპოზიციის პატრონებს ჰქონდათ პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც ხელისუფლების შეცვლას და "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებას გულისხმობდა, რაც ვერ განახორციელეს. თუმცა, მათ პროგრამა მინიმუმი წარმატებით შეასრულეს და შეძლეს, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ოთხ პარტიად დაეშალათ და საბოლოოდ, პარლამენტში ოთხი სუბიექტის შეყვანა მოახერხეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი მაშინ, როდესაც ერთინაცმოძრაობისპირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში, შესაბამისად, მისი ვარაუდით, პატრონები ამ მიღწევას მოუფრთხილდებიან და ოთხივე პარტიას პარლამენტში შესვლის დავალებას მისცემენ.

"რომ ავიღოთ წინა არჩევნების შედეგები, მაშინ დაახლოებით 30 პროცენტი მიიღონაცმოძრაობამ“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ვგულისხმობ, მაშინ დაბალი იყო ბარიერი, მაგრამ თეორიულ 5-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ლახავდა. „ლელოსჰქონდა 3 პროცენტი, „ევროპულ საქართველოსჰქონდა ოთხ პროცენტამდე და .. ხუთი პროცენტი არც ერთ პარტიას არ ჰქონდა. იგივე რომ გამეორებულიყო ახლა, „ნაცმოძრაობააიღებდა 30 პროცენტზე ცოტა ნაკლებს, რადგან ჩვენი პროცენტი გაიზარდა. პირობითად ავიღოთ 25 პროცენტინაცმოძრაობას“, მაგრამ მაღალი ალბათობით, ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს. პროგრამა მინიმუმი რა იყო, რასაც მიაღწიეს კოლექტიურინაცმოძრაობისპატრონებმამათ დაშალეს ოთხ ნაწილად ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთკოლექტიურ ნაცმოძრაობასდა საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ ოთხი პარტია შეიყვანეს - რა თქმა უნდა, ეს ფიქტიური პარტიებია, საბოლოო ჯამში ერთი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ,  ოთხ სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიურინაცმოძრაობაპარლამენტში. მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი, ანუ ბარიერგადალახულმა პარტიებმა მთლიანობაში აიღეს 38 პროცენტი, როდესაც ერთინაცმოძრაობისპირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს მათთვის არის შედეგი, მიღწევა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ საბოლოო ჯამში, პატრონები დავალებას მისცემენ ამ ოთხივე პარტიას, რომ ისინი ბოლოს შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არ არის დასაკარგი შედეგი მათთვის. პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული და შესაბამისად, ისინი ამ შედეგს აუცილებლად გაუფრთხილდებიან." -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.