14 ნოემბერს სამხრეთ კორეელი აბიტურიენტები აბარებენ გამოცდას, რომელზე გასვლამდეც სატესტო რეჟიმში ცხოვრობენ და ცდილობენ მიჰყვნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ გამოცდის დროს ექნებათ, - იუწყება BBC.
გამოცდა, რომელიც რვა საათი გრძელდება, განსაზღვრავს რომელ უნივერსიტეტში მოხვდებიან აბიტურიენტები, როგორი სამუშაოს შოვნას შეძლებენ ისინი და რა შემოსავალი ექნებათ მომავალში.
ზოგიერთი აბიტურიენტი რამდენიმე დღით ადრე ჭამს ერთი და იგივე საკვებს. ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მის კარგად მონელებას შეძლებენ. მათ არ უნდა მიირთვან უმი, მწარე საკვები და ცომეული. საქმე იმაშია, რომ რვასაათიანი გამოცდის დროს არ არის რეკომენდებული საპირფარეშოში გასვლა, რადგან აბიტურიენტები სწრაფად დაბრუნებას ვერ შეძლებენ და ბევრ დროს დაკარგავენ.
სამხრეთ კორეელების თქმით, ეს არის ერთადერთი შანსი აბიტურიენტებისთვის აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები.
აბიტურიენტებს საგნებს შორის აქვთ 20-წუთიანი შესვენება. 50 წუთი მათ ეძლევათ სადილისთვის. გამოცდის ხანგრძლივობა თითო საგანში 80-იდან 107 წუთამდე გრძელდება.
გამოცდა ხუთი აუცილებელი საგნისგან შედგება - ეს არის კორეული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა, კორეის ისტორია და საზოგადოებრივი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. შემდეგ, მათ უნდა ჩააბარონ დამატებითი გამოცდა ფრანგულ, ჩინურ, იაპონურ, რუსულ ან არაბულ ენებში.