ხადურის ვახშამი(VIDEO)

ხადურის ვახშამი(VIDEO)

50 პორცია ღორის მწვადი  23 წიწილა ტაბაკა, 300 ლარიანი ციკანი თონეში - ეს არის არასრული მენიუ,  რომლითაც ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურ დელეგაციას ერთ კონკრეტულ რესტორანში უმასპინძლა და ბიუჯეტს ეს ვახშამი 7 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.

პრემიერმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს თხოვა- ნუ გადააყოლებენ ხადურს ერთ ვახშამს, მაგრამ ფინანსთა მინისტრის ვახშმების სია ლარის გაუფასურების პროპორციულად ყოველ დღე იზრდება. ხადური  ჟურნალისტებს დაპირდა, რომ დელეგაციებს მომავალშიც საკადრისად გაუმასპინძლდება.