ბრიტანული ჯუფი „ბითლზი“ გრემიზე 1997 წლის შემდეგ პირველად არის ნომინირებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ცნობილი ოთხეული დაჯილდოებაზე მათი უკანასკნელი სიმღერით - „Now and Then“ არის წარდგენილი კატეგორიაში - წლის ჩანაწერი.
ამავე ნომინაციაში მათთან ერთად ნომინირებული არიან ისეთი თანამედროვე არტისტები, როგორებიც არიან ბიონსე, ტეილორ სვიფტი და ბილი აილიში.