ქეით მიდლტონი დაბრუნდა - უელსის პრინცესა ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ სამუშაო მოვალეობების შესრულებას შეუდგა

ქეით მიდლტონი დაბრუნდა - უელსის პრინცესა ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ სამუშაო მოვალეობების შესრულებას შეუდგა

უელსის პრინცესა ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ სამუშაო მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ის ოჯახის წევრებთან ერთად ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა, რომელიც ალბერტ-ჰოლის სამეფო დარბაზში გაიმართა, - იუწყება CNN.

ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომლის დროსაც იხსენებენ ომში დაღუპულ გმირებს. ამ დღეს ასევე „ყაყაჩოს დღესაც“ უწოდებენ. სამეფო ოჯახის ყველა წევრს ეკეთა ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი - ომში დაღვრილი სისხლის სიმბოლო.

სექტემბერში 42 წლის ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა გასავლელი. უელსის პრინცესა ჯერ კიდევ ძალებს იკრებს მკურნალობის შემდეგ, მაგრამ აპირებს უფრო ხშირად გამოჩნდეს საზოგადოებაში.

ის, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის, საზოგადოებისთვის ცნობილი 2024 წლის მარტში გახდა. მაშინ ქეითმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და საზოგადოებას თავად აუხსნა, თუ რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი.