ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ „ინტერი“ – „ნაპოლის“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ანტონიომ კონტემ მატჩამდე გაცემული დაპირება შეასრულა:
„ევროტურნირებზე ართამაშის ფაქტორი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ენერგიის აღდგენის გამო. თუმცა, კონტეს სურს ევროთასებზე თამაში და მომდევნო სეზონში იქ დაბრუნება. მან თამაშამდე თქვა, რომ მატჩის შემდეგ სურდა ლიდერობის შენარჩუნება და ეს მოახერხა. „ნაპოლიმ“ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით დაცვაში“, - თქვა ფერარამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 12 ტურის შემდეგ 26 ქულით ლიდერობს, მაგრამ ოთხ გუნდს მხოლოდ ქულით უსწრებს, ხოლო მეექვსეადგილოსანს - ორი ქულით. „აძური“ 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.