კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი შაკირა მომავალ წელს ზოოტოპიას ცხოველთა სამყაროს უბრუნდება.
თაყვანისმცემლებისთვის ეს ახალი ამბავი პარასკევს გახდა ცნობილი, შაკირამ ვიდეო გადაიღო და გაამხილა, რომ ის ზოოტოპიაში გაზელის პერსონაჟის როლში ბრუნდება.
"აქ ვარ იმისთვის, რომ რამდენიმე დიდი ამბის შესახებ განცხადება გავაკეთო. მზად ხარ? გაზელი ბრუნდება ზოოტოპია 2-ში", სწორია, გაზელი დაბრუნდა ახალი სახით, ახალი სიმღერითა და, რა თქმა უნდა, ახალი ცეკვით. ვიცი, რომ ის ძალიან შეგიყვარდება. ეს არის ის ყველაფერი, რისი გაზიარებაც ახლა შემიძლია, მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას წლევანდელ ჩემს ტურნეზე, ხოლო მომავალ ნოემბერში კინოში შევხვდებით",— თქვა მომღერალმა ვიდეოში, რომელიც ზოოტოპიის პირველი ნაწილის კადრებსაც მოიცავდა.
შაკირამ გაზელის როლი ზოოტოპიის პირველ ნაწილში შეასრულა, რომელიც 2016 წელს გამოვიდა კინოთეატრებში. მეორე ნაწილის გამოსვლა კი 2025 წლის 26 ნოემბერსაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, ანიმაციის მეორე ნაწილში მაყურებელს ბევრი სიახლე და ბევრი ახალი პერსონაჟიც დახვდება.