ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ წლევანდელი შედეგები არა ჰანსი ფლიკის, არამედ ჩავის დამსახურებაა.
როგორც მან თქვა, სწორედ ჩავიმ ჩაუყარა საფუძველი დღევანდელ „ბარსას“
"არა მგონია, რომ ფლიკმა დაიწყო ახალი ერა "ბარსელონაში". ფაქტობრივად, ეს ჩავიმ გააკეთა და ფლიკი უბრალოდ აგრძელებს ამ საქმეს. ჩავიმ იპოვა ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან კუბარსი, ლამინ იამალი და მრავალი სხვა, რომლებსაც დღეს „ბარსელონა“ ეყრდნობა“, - აღნიშნა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგ მდგომარეობაშია.