ნეიმარი იანვარში შესაძლოა

ნეიმარი იანვარში შესაძლოა "სანტოსში" დაბრუნდეს

ნეიმარი შესაძლოა იანვარში „სანტოსში დაბრუნდეს. ამის შესახებ ბრაზილიური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ნეიმარმა „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, რომელიც ძალაში 2026 წლამდეა. ბრაზილიელმა არაბების მოლოდინი ვერ გაამართლა და მუდმივად ტრავმირებულია. მან „ალ-ჰილალში“ დღემდე 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„სანტოსი“ უკვე ეძებს სპონსორს და ფინანსებს, რათა ნეიმარის ხელფასის გადახდა მოახერხოს. ფეხბურთელს 2026 წლის მუნდიალზე თამაში სურს და ბრაზილიაში დაბრუნება ამ მხრივ მისთვის მომგებიანი იქნება.

ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია და 2009-2013 წლებში 225 მატჩში 136 გოლის გატანა მოახერხა.