დედოფალ კამილას ექიმებმა გულმკერდის არეში ინფექცია დაუდგინეს (პნევმონია/ბრონქიტი) და დასვენებას ურჩევენ.
ავადმყოფობის გამო დედოფალმა რამდენიმე ღონისძიებაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
77 წლის დედოფალი სახლში იმყოფება. დედოფალი კამილა გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს დღეებში უკეთ გახდება და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„ის ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც ამ ყველაფერმა დისკომფორტი შეუქმნა, ან იმედი გაუცრუა“, - განაცხადა ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა.
მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ახლახან დაბრუნდნენ ათდღიანი ტურიდან. ისინი ავსტრალიასა და სამოაში იმყოფებოდნენ. მათ დღეში ათი ღონისძიების ჩატარება უწევდათ, ზოგჯერ წვიმაშიც კი.
მეფე ჩარლზს მოუწევს მეუღლის გარეშე დაესწროს ოლიმპიელებისთვის და პაროლიმპიელებისთვის მიძღვნილ მიღებას, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაიმართება.