მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უკმაყოფილოა გუნდის ვარსკვლავის ახალწვეული კილიან მბაპეს თამაშით, იუწყება Give me Sport.
წყაროს ცნობით, „ლოს ბლანკოსის" მწვრთნელი მბაპესგან მიმდინარე სეზონში სხვადასხვა მატჩში მეტს ითხოვდა. იტალიელი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ ფრანგი არ მონაწილეობდა გუნდის დაცვით მოქმედებებში.
სუპერვარსკვლავის უუნარობა დახმარებოდა თანაგუნდელებს, როდესაც ის არ ფლობდა ბურთს, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მწვრთნელისთვის „ბარსელონას“ წინააღმდეგ. მას შემდეგ ანჩელოტიმ მბაპეს „რეალის“ ყველაზე დიდ პრობლემას უწოდა - ეს ყველაფერი დისბალანსის გამო, რაც კილიანის მისვლამ მოუტანა გუნდს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მბაპემ მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში ათი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. 25 წლის ფრანგი მადრიდულ კლუბს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.