მომღერალმა, რომელიც წარსულში აქტიურად საუბრობდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ის სიფხიზლის მეშვიდე წელს აღნიშნავს. "7წლის წინ მე დავადექი გზას, რომელმაც შუქი დამანახა, ალკოჰოლისგან განმათავისუფლა" — წერს ჯესიკა ინსტაგრამ გვერდზე.
სიმპსონმა ალკოჰოლსა და აბებზე დამოკიდებულება 2020 წლის მემუარებში, Open Book, აღიარა. სიმპსონის თქმით, დამოკიდებულება ბავშვობის ტრავმამ გამოიწვია. ექვსი წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძალადეს.
"ჩემი გული და გონება ერთი მიმართულებით ტრიალებდა და გულახდილად რომ გითხრათ, ამან ძალიან დამღალა. ნაბიჯი, რომელიც უნდა გადამედგა ცხოვრებაში იყო მარცხის, ტკივილის, მსხვრევის და საკუთარი თავის საბოტაჟის აღიარება. სასმელი არ იყო პრობლემა, პრობლემა მე ვიყავი. ჩემი თავი არ მიყვარდა, ჩემს შესაძლებლობებს პატივს არ ვცემდი." — წერს მომღერალი
შარშან სიმფსონმა სიფხიზლის ექვსი წელი აღნიშნა და იქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მომღერლის თქმით იმ დღესაა გადაღებული, როცა მან ალკოჰოლისთვის თავის დანებება გადაწყვიტა.
"ეს ადამიანი 2017 წლის 1 ნოემბრის დილას, ჩემი ამოუცნობი ვერსიაა. ზუსტად ამ მომენტში ვიცოდი, რომ ჩემს თავს სინათლეს დავუბრუნებდი, შინაგან ბრძოლას მოვიგებდი, საკუთარ თავს პატივს ვცემდი და ამ სამყაროს ცხადად დავინახავდი." — წერს ჯესიკა.