მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა 

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა 

„რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა. 

„[ოპოზიცია ვითომ „არჩევნების გაყალბებას“ ეძებს და ამ დროს, აქეთ ვამხილეთ ოპოზიცია იმავეში - ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ოპოზიციური პარტიების სადამკვირვებლო სიაში იყვნენ რეგისტრირებულები, ისე რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ]. ეს მასალა პროკურატურაში წარვადგინეთ. მანამდეც ცხადი იყო, თუ რას წარმოადგენდა რადიკალური ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ [ამით კიდევ უფრო მკაფიო გახდა მათი შინაარსი]. 

ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა. რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.