სერხიო რამოსმა შესაძლოა კარიერა არგენტინაში გააგრძელოს

სერხიო რამოსმა შესაძლოა კარიერა არგენტინაში გააგრძელოს

ვეტერანი ესპანელი მცველი სერხიო რამოსი შესაძლოა „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდეს. ინფორმაციას არგენტინული და ესპანური მედია ავრცელებს.

რამოსი ზაფხულიდან მოყოლებული, როცა „სევილია“ დატოვა უგუნდოდაა და შესაბამისად, თავისუფალი აგენტია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საუბარია, რომ რამოსი „ბოკას“ 2025 წლიდან შეუერთდება და ხელფასის სახით სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს. დიდი შანსია, რომ გარიგება შედგეს.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსს კარიერის განმავლობაში „სევილიაში“, მადრიდის „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს ნათამაშები.