ილონ მასკმა ტეხასში „საოჯახო კომპლექსის“ აშენება გადაწყვიტა, რომელშიც თავისი 11 შვილის და მათი დედების დასახლებას აპირებს.
The New York Times-ის ინფორმაციით, 53 წლის მილიარდერმა უკვე იყიდა ვილა, რომლის ფართობიც 1 338 კვადრატული მეტრია და გვერდით მდებარე სახლი 6 საძინებლით. ობიექტების საერთო ღირებულება დაახლოებით 35 მილიონ დოლარს შეადგენს. მასკი ამ სახლებში თავის შვილებს და მათ 3 დედას გადაასახლებს, რათა ბავშვებს ერთმანეთთან მეტი კონტაქტი ჰქონდეთ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ორი სახლის მახლობლად მესამეც არის, რომელშიც პერიოდულად თავად მასკი ცხოვრობს.
„კომპლექსში“ უკვე ცხოვრობს მასკის 3 შვილის დედა, კომპანია Neuralink-ის ტოპ-მენეჯერი შივონ ზილისი. მასკის პირველი ცოლი ბიზნესმენს არ ელაპარაკება, თუმცა „კომპლექსში“ ადგილი მისთვისაც არის გათვალისწინებული. წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა. მათ 6 შვილი ჰყავთ, თუმცა უფროსი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. კიდევ 3 შვილის დედასთან, მომღერალ გრაიმსთან მასკი ბავშვებზე მეურვეობისთვის სასამართლო დავას ააწარმოებს.
მასკმა არაერთხელ განაცხადა, რომ შობადობის შემცირებას დიდ საფრთხედ აღიქვამს და საზოგადოებას მომავალი დემოგრაფიული კოლაფსის შესახებ აფრთხილებს.