ირაკლი ქადაგიშვილი: რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა, შედგა. დამკვირვებელი ვინც იყო, მართლაც რეალური დამკვირვებელი, მან ეს არჩევნები შეაფასა როგორც შემდგარი, კონკურენტუნარიანი

ირაკლი ქადაგიშვილი: რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა, შედგა. დამკვირვებელი ვინც იყო, მართლაც რეალური დამკვირვებელი, მან ეს არჩევნები შეაფასა როგორც შემდგარი, კონკურენტუნარიანი

რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა, შედგა, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის პარლამენტის წევრის მიხაელ როთის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტს, რომ „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიპარეს“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დამკვირვებელი ვინც იყო, მართლაც რეალური დამკვირვებელი, მან ეს არჩევნები შეაფასა როგორც შემდგარი არჩევნები, კონკურენტუნარიანი არჩევნები.

„ამასთან დაკავშირებით თუ რაიმე რეკომენდაცია ექნებათ მათ, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციასაც მოგვაწვდიან.

ეს არის სწორედ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც რეალურად ითვლება მსოფლიოში არჩევნების კომპეტენტურად და პროფესიონალურად შემფასებელ ორგანიზაციად. რომელზეც არის, ასე ვთქვათ, ძირითადი აქცენტი ყოველთვის გაკეთებული. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ეს დასკვნა არის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება სხვა გარე აქტორების განცხადებებს, თქვენ ბატონი როთის განცხადება მოიყვანეთ მაგალითისათვის. ძალიან ცუდია როდესაც სხვა ქვეყანა ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ან რომელიღაც სხვა საერთაშორისო ინსტიტუციის წარმომადგენლები ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში. მით უმეტეს პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების წარმართვაში. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი შემდეგ ამ ქვეყანაში დამდგარ არჩევნების შედეგებს აღიქვამენ თავის პირად პოლიტიკურ მარცხად. გამომდინარე აქედან, უნისონში ლაპარაკობს აქაურ ოპოზიციასთან ერთად.

გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ახლა ესენი არიან უკმაყოფილოები ხალხის ამ არჩევანით და აგრძელებენ ხალხის, ქვეყნის და ამ ქვეყანაში არსებული დემოკრატიის, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.