დავით ქართველიშვილი: შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები

დავით ქართველიშვილი: შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები "პირიქითა" ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული

ხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი, ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციისქუინსი ინსტიტუტისმიერ საქართველოს  შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიას ეხმიანება,  რომელშიც ნათქვამია, რომ ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმაქართულ ოცნებასმისცა.

ქართველიშვილის განცხადებით, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ  ეუთო- სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს - თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება.

ქართველიშვილი მიესალმება ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები ზეწოლა იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, მოლდოვაში - ზეწოლას ვერ გაუძლეს, თუმცა  გაუძლეს საქართველოში.

„"ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმაოცნებასმისცა", - ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციისქუინსი ინსტიტუტისმიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.

ამავდროულად, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეუთო- სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს - თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო (აშშ- ადმინისტრაციის მხრიდან), ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება.

ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც (ყოველგვარი ეჭვის გარეშე) არანაკლები "პირიქითა" ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული. უბრალოდ სრულიად განსხვავებული აქცენტებით: მოლდოვაში - ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ, საქართველოში კი - ხელისუფლება. მოლდოვაში - ზეწოლას ვერ გაუძლეს, სამაგიეროდ გაუძლეს საქართველოში,“- წერს დავით ქართველიშვილი.