„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ ინგლისის ნაკრებში შესაძლო სამუშაოს შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„ინგლისის ნაკრებში სამუშაოზე მოლაპარაკებები არ ყოფილა. მაინტერესებს თუ არა ეს სამუშაო? დღეს არა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ენერგია მაქვს იმისათვის , რომ თვეში ერთი მატჩი ჩავატარო, მეტი მჭირდება.
თუმცა სამომავლოდ, ვფიქრობ, ეს არის ის, რაც მინდა ვცადო. მივიღო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება. წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას ან ქვეყანას, რომელთანაც თავს კავშირში ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ერთ დღეს ეს მოხდება, მაგრამ არა ახლა“, - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს Sky Sports.