ზურაბიშვილი ისევე დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის უარის შეფასებისას.
„წავიდა ის დრო, მეგობრებო, როდესაც რაღაც რწმენაში ხარ, აღქმები გაქვს, ტანში ჟრუანტელით გრძნობ, მერე ვერ გაიგებ და უკვე თენგოც ვეღარ გვეტყვის ვერაფერს - აი, ასეთი დრო უკვე წავიდა. შესაბამისად, ზურაბიშვილი ისევე დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ თითქოს გაყალბდა არჩევნები და შემდეგ მტკიცებულება ვერ მიიტანა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.