ლევან მახაშვილი: სამწუხაროა, მაგრამ კარგია, რომ ეს ე.წ. აქტივიზმი ნელ-ნელა ააშკარავებს თავის თავს და რეალურად ეს არის არა აქტივიზმი, არამედ სიძულვილის ენის, შოვინიზმის სახე

ლევან მახაშვილი: სამწუხაროა, მაგრამ კარგია, რომ ეს ე.წ. აქტივიზმი ნელ-ნელა ააშკარავებს თავის თავს და რეალურად ეს არის არა აქტივიზმი, არამედ სიძულვილის ენის, შოვინიზმის სახე

სამწუხაროა, მაგრამ კარგია, რომ ეს ე.წ. აქტივიზმი ნელ-ნელა ააშკარავებს თავის თავს და რეალურად ეს არის არა აქტივიზმი, არამედ სიძულვილის ენის, შოვინიზმის სახე, - განაცხადა ვროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც აქციის მონაწილეები ამერიკელ ტურისტს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას.

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, ყველა ჩვენგანი ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, საზოგადოებრივი მშვიდობა იყოს დაცული, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვიღებთ დღენიადაგ მცდელობას, რომ სოციალურ ნიადაგზე, საზოგადოებრივ ნიადაგზე იყოს შუღლი გაღვივებული და ამან მოიტანოს ნეგატიური საზოგადოებრივი პროცესი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხა, ის რუსი ტურისტი ეგონათ. შემთხვევა გუშინ, 24 აგვისტოს მოხდა.