როდესაც მოსყიდვის ფაქტებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ არჩევნების დღეს არ ვგულისხმობთ, ვგულისხმობთ წინასაარჩევნო პერიოდს და წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვის კუთხით ჩვენ გვქონდა რამდენიმე ფაქტი, რომელიც ეხებოდა უშუალოდ რაიმე სიკეთის გადაცემის სანაცვლოდ ხმების მოსყიდვას, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა, გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც თანხის სანაცვლოდ პირადობის მოწმობის გადაცემას სთავაზობდნენ მოქალაქეებს, თუმცა, სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის პირადობა იქნა გადაცემული მოსყიდვის სანაცვლოდ, მის
ორგანიზაციას არ უწარმოებია.
“ამავე დროს გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც პირადობის მოწმობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენთან რამდენიმე ათეული ცნობა შემოვიდა ამის შესახებ.
გადაცემული რამდენი იყო, ასე სტატისტიკა არ გვიწარმოებია, რამდენი ცალი პირადობა იყო, მაგრამ, მე გითხარით რამდენიმე ათეული შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა მოგვმართეს, რომ ასეთი შემოთავაზება მიიღეს. ნაწილმა
მათგანმა მისცა ეს პირადობის მოწმობები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ნაწილმა უარი უთხრა და ჩვენ გვაცნობა ამის შესახებ.
ამავე დროს, როგორც გითხარით, არჩევნების დღესაც იყო ასეთი შემთხვევები და ჩვენი მეთოდოლოგიით, ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ 230-235 უბანზე განლაგებული გარეთ, უბნის გარეთ და იქ ამ უბნების რაოდენობის 13 პროცენტის შემთხვევაში, ჩვენმა დამკვირვებლებმა მინიმუმ ერთი შემთხვევა მაინც დააფიქსირეს, როდესაც იქ სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა იყო,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.