„ქუინსი ინსტიტუტი”: ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება; ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა

„ქუინსი ინსტიტუტი”: ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება; ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა

ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება; ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა, - ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.

სტატიის ავტორის, ევრაზიის პროგრამის დირექტორის ანატოლ ლივენის მოსაზრებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანა სამწუხაროა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ დასავლური მედიის დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ისე წარმოაჩენს, თითქოს მთავრობას მხარდაჭერა საერთოდ არ ჰქონდეს.

ავტორის თქმით, ყველა დასავლური ინსტიტუტი, დასკვნების გაკეთებამდე ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებას უნდა დაელოდოს. „არჩევნებზე ორი რამ შეიძლება ითქვას - შესაძლოა. ადგილი ჰქონდა საარჩევნო მანიპულაციებს, თუმცა, იმისათვის, რომ ლეგიტიმურად შეცვალო ხმების რაოდენობის 53% და 38%-მდე დაიყვანო, მასობრივი გაყალბების მტკიცებულება გჭირდება“, - ამბობს ლივენი.

დასავლეთის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „დასავლურ მედიაში საქართველოს შესახებ მოვლენების გაშუქება ძირითადად ქართული ოპოზიციის წევრებთან ჩაწერილ ინტერვიუებზე დაყრდნობით ხდება. ძალიან იშვიათია, მოისმინო იმ მოქალაქეების აზრი და ახსნა-განმარტება, რომლებმაც ხმა მთავრობას მისცეს“. ასევე, დასავლეთში ბევრი ჟურნალისტი ფიქრობს (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც), რომ მათ ყურადღებას მხოლოდ პროდასავლურად განწყობილი ქართველები იმსახურებენ.

ავტორის თქმით, შესაძლოა, მთავრობა აზვიადებდეს, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთი და ქართული ოპოზიცია მათ რუსეთთან ახალი ომის დაწყებისკენ უბიძგებენ, თუმცა, გაზვიადებული შესაძლოა არ იყოს მოწოდებები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რაც ქართულ ეკონომიკას დააზიანებს. ამასთან, ძალიან უხერხულია, როდესაც ვაშინგტონში, ლონდონსა და ბერლინში უსაფრთხოდ მოკალათებული მაღალანაზღაურებადი დასავლელი კომენტატორები იმთავითვე არალეგიტიმურს და სულელურს უწოდებენ პატარა და ღარიბი ქვეყნის მოქალაქეების შიშებს, რომელიც მათ დიდ და საშიშ მეზობელთან ურთიერთობებს უკავშირდება.

დასკვნით ნაწილში ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველ პარტიას მხარს ორი ფაქტორიდან გამომდინარე უჭერს: სტაბილურობის შენარჩუნება, რუსეთთან კონფრონტაციის თავის არიდება და დასავლეთის ქედმაღლური დირექტივებით გამოწვეული გულისწყრომაა, რომელიც ხშირად, ქართულ ეროვნულ ინტერესებსა და ტრადიციებს საერთოდ არ ითვალისწინებს. „ცუდი იდეაა ადამიანებთან საუბრის დაწყება იმის თქმით, რომ მათ შეხედულებებს შედეგზე გავლენა ვერ ექნება, რადგან ისინი უცოდინარი და გაუნათლებელი რუსული მარიონეტები არიან, რომლებიც წესით იმასაც არ იმსახურებენ, რომ ხმის უფლება ჰქონდეთ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მერაბ.g ეტყობა ეს კომპანია რუსულია! აბა როგორ შეიძლება ნაცებს 9% აეღოთ, ჩაჯვისა და მელიას 10, მევახშეებს 9 და რუსულ ოცნებას 54%! ან კვლება რად გინდათ, გამოვიდა აგერ ვითომპრეზიდენტი და ერთი პასპორტით ოცნება 17-ჯერ აძლევდა ხმასო; არ კმარა?
ერთი მაინტერესებს, თავი დავანებოთ იმას რასაც ამ ყ-ექალას რა სიტყვებით ამკობდნენ გვარამია, ვაშაძე და სხვანი, იგივე საია, გიგაური და სხვა ასოები არ იძახდნენ, რომ 2018 წელს მისი არჩევა გაყალბებით მოხდა?
19 საათის უკან